Sunday, March 13, 2016

მეცხრე დღე

დღეს ტრენინგების ბოლო დღეა.გავაკეთეთ ბოლო შესწორებები და მოვისმინეთ პრეზენტაციები.მე,როგორც ქართული,როგორც მეორე ენის მასწავლებელს,ძალიან მაინტერესებდა ამავე სფეროში მოღვაწე კიდევ ერთი მსმენელის, ანნა ბაბლუანის პრეზენტაცია .პრეზენტაციამ შესანიშნავად ჩაიარა ,ძალიან საინტერესო იყო და აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში,ასევე უნდა აღინიშნოს ქართულ ენაში გაკეთებული სხვა პრეზენტაციები..ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ფიზიკის მასწავლებლის, ქალბატონ-მარინა ნიჟარაძის პრეზენტაცია,რომელმაც   თავიდან შემაყვარა ფიზიკა.
    დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნინოს, რომელმაც გაგვიძლო ამდენ მასწავლებელს ერთად და ბევრი რამ გვასწავლა.

Saturday, March 12, 2016

ჩემი პროექტის : "საქართველო, სვანეთი"-                        პორტფოლიო
მერვე დღე
 ძალიან საინტერესო დღე იყო,თუმცა ასე შეიძლება ითქვას ყოველ  დღეზე,მაგრამ დღეს თავი მოვუყარეთ  იმ  ცოდნას, რაც მივიღეთ ამ დღეების განმავლობაში,ასევე შევქმენით სსს მოსწავლესთვის დამხმარე მასალები. ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა ბლოკზე და გაზიარება,რათა ხელმისაწვდომი იყოს დაინტერესებულ პირთათვის

Tuesday, March 8, 2016

მეშვიდე დღე

კულმინაციისკენ მივდივართ და უფრო და უფრო შრომატევადი ხდება ყოველი დღე დღეს ავტვირთეთ პროექტის მსვლელობის ისტორია,რამაც ფაქტიურად მოიცვა აქამდე შესწავლილი და დამუშავებული მასალები .ასევე.დიფერენცირებული სწავლების ფორმებს გავეცანით რაც ჩემთვის როგორც ქართული-2 -ის მასწავლებლისთვის ძალიან საინტერესო იყო.

Sunday, March 6, 2016

მეექვსე დღე


 დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე ,ასევე შევქმენით შეფასების რუბრიკები ,ორივე მონაკვეთი მეტად საინტერესო იყო, ვფიქრობ ასეთი მუშაობა კლასში საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს,არა მხოლოდ პროექტით სწავლებისას,არამედ გაკვეთილის მსვლელობის დროსაც.

Sunday, February 28, 2016

მე-4 დღე

        დატვირთული,დახუნძლული დღე იყო სიახლეებით.  ყველაფერი საინტერესო იყო გამოყოფაც მიჭირს
      მიმართულების მიმცემი კითხვები-დამაფიქრებელი და გასაანალიზებელია თუმცა ვფიქრობ სააზროვნო უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.თუ გავითვალისწინებთ არაქართულენოვანებს,მათი ლექსიკური მარაგის გამდიდრებაშიც მეტად დამეხმარება.

Saturday, February 27, 2016

მესამე დღე.


   საინტერესო და დატვირთული დღე იყო.შევქმენით ბუკლეტი.ჩემთვის მეტად საინტერესო იყო ბუკლეტის სურათებით გაფორმების პროცესი(მე ვერ ვახერხებდი ამას და ვისწავლე).
  პროექტის მიზნები და მისი შესაბამისობა ე.ს.გ-სთან-ჩამოვაყალიბე ესეც მე ვფიქრობ მეტად საჭირო პროცესი იყო.