დღეს ტრენინგების ბოლო დღეა.გავაკეთეთ ბოლო შესწორებები და მოვისმინეთ პრეზენტაციები.მე,როგორც ქართული,როგორც მეორე ენის მასწავლებელს,ძალიან მაინტერესებდა ამავე სფეროში მოღვაწე კიდევ ერთი მსმენელის, ანნა ბაბლუანის პრეზენტაცია .პრეზენტაციამ შესანიშნავად ჩაიარა ,ძალიან საინტერესო იყო და აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში,ასევე უნდა აღინიშნოს ქართულ ენაში გაკეთებული სხვა პრეზენტაციები..ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ფიზიკის მასწავლებლის, ქალბატონ-მარინა ნიჟარაძის პრეზენტაცია,რომელმაც თავიდან შემაყვარა ფიზიკა.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნინოს, რომელმაც გაგვიძლო ამდენ მასწავლებელს ერთად და ბევრი რამ გვასწავლა.
No comments:
Post a Comment