Sunday, February 28, 2016

მე-4 დღე

        დატვირთული,დახუნძლული დღე იყო სიახლეებით.  ყველაფერი საინტერესო იყო გამოყოფაც მიჭირს
      მიმართულების მიმცემი კითხვები-დამაფიქრებელი და გასაანალიზებელია თუმცა ვფიქრობ სააზროვნო უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.თუ გავითვალისწინებთ არაქართულენოვანებს,მათი ლექსიკური მარაგის გამდიდრებაშიც მეტად დამეხმარება.

Saturday, February 27, 2016

მესამე დღე.


   საინტერესო და დატვირთული დღე იყო.შევქმენით ბუკლეტი.ჩემთვის მეტად საინტერესო იყო ბუკლეტის სურათებით გაფორმების პროცესი(მე ვერ ვახერხებდი ამას და ვისწავლე).
  პროექტის მიზნები და მისი შესაბამისობა ე.ს.გ-სთან-ჩამოვაყალიბე ესეც მე ვფიქრობ მეტად საჭირო პროცესი იყო.

Sunday, February 21, 2016

მეორე დღე

    დღე იყო ძალიან საინტერესო: გავეცანი სხვა მსმენელების რეფლექსიებს და ასევე მათ კომენტარებს ჩემს რეფლექსიაზე, გავეცანი მზა პროექტებს რომლებიც ,გამომადგება შემდგომ მუშაობაში. ავირჩიე გზამკვლევად პროექტი,რომელიც ახლოს დგას ჩემს პროექტთან არა მხოლოდ თემატიკით არამედ უცხოენოვან  ბავშვებთან  მუშაობის სპეციფიკითაც. (გააზრებულია ინგლისურის არ მცოდნე ბავშვების ჩართვის მეთოდი)
     საინტერესო იყო,აგრეთვე ბუკლეტის შექმნის  მეთოდი და ტექნიკა.  ბუკლეტების დამზადება სასარგებლო იქნება არა მხოლოდ პროექტებისთვის, არამედ სკოლაში ჩასატარებელი სხვა ღონისძიებებისთვისაც და შეიძლება გაკვეთილისთვისაც კი.(რთული თემატიკით).
   

Saturday, February 20, 2016

პირველი დღე

  პროექტებით სწავლება მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს,ამიტომ დავინტერესდი ამ მეთოდით. ვფიქრობ ის რაც დღეს ვისწავლე გამომადგება    ტექნიკურად   საინტერესოდ  ჩამოვაყალიბო ჩემ მიერ არჩეული თემა,
  დარწმუნებული ვარ ჩემს მოსწავლეებს ეს ძალიან მოეწონებათ.