დღე იყო ძალიან საინტერესო: გავეცანი სხვა მსმენელების რეფლექსიებს და ასევე მათ კომენტარებს ჩემს რეფლექსიაზე, გავეცანი მზა პროექტებს რომლებიც ,გამომადგება შემდგომ მუშაობაში. ავირჩიე გზამკვლევად პროექტი,რომელიც ახლოს დგას ჩემს პროექტთან არა მხოლოდ თემატიკით არამედ უცხოენოვან ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკითაც. (გააზრებულია ინგლისურის არ მცოდნე ბავშვების ჩართვის მეთოდი)
საინტერესო იყო,აგრეთვე ბუკლეტის შექმნის მეთოდი და ტექნიკა. ბუკლეტების დამზადება სასარგებლო იქნება არა მხოლოდ პროექტებისთვის, არამედ სკოლაში ჩასატარებელი სხვა ღონისძიებებისთვისაც და შეიძლება გაკვეთილისთვისაც კი.(რთული თემატიკით).
გეთანხმები, ზეინაბ, ვფიქრობ ეს მზა პროექტები ძალიან გამოგვადგება პროექტების დაგეგმვისას.
ReplyDelete