დღეს ტრენინგების ბოლო დღეა.გავაკეთეთ ბოლო შესწორებები და მოვისმინეთ პრეზენტაციები.მე,როგორც ქართული,როგორც მეორე ენის მასწავლებელს,ძალიან მაინტერესებდა ამავე სფეროში მოღვაწე კიდევ ერთი მსმენელის, ანნა ბაბლუანის პრეზენტაცია .პრეზენტაციამ შესანიშნავად ჩაიარა ,ძალიან საინტერესო იყო და აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში,ასევე უნდა აღინიშნოს ქართულ ენაში გაკეთებული სხვა პრეზენტაციები..ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ფიზიკის მასწავლებლის, ქალბატონ-მარინა ნიჟარაძის პრეზენტაცია,რომელმაც თავიდან შემაყვარა ფიზიკა.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნინოს, რომელმაც გაგვიძლო ამდენ მასწავლებელს ერთად და ბევრი რამ გვასწავლა.
Sunday, March 13, 2016
Saturday, March 12, 2016
Tuesday, March 8, 2016
მეშვიდე დღე
კულმინაციისკენ მივდივართ და უფრო და უფრო შრომატევადი ხდება ყოველი დღე დღეს ავტვირთეთ პროექტის მსვლელობის ისტორია,რამაც ფაქტიურად მოიცვა აქამდე შესწავლილი და დამუშავებული მასალები .ასევე.დიფერენცირებული სწავლების ფორმებს გავეცანით რაც ჩემთვის როგორც ქართული-2 -ის მასწავლებლისთვის ძალიან საინტერესო იყო.
Sunday, March 6, 2016
მეექვსე დღე
დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე ,ასევე შევქმენით შეფასების რუბრიკები ,ორივე მონაკვეთი მეტად საინტერესო იყო, ვფიქრობ ასეთი მუშაობა კლასში საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს,არა მხოლოდ პროექტით სწავლებისას,არამედ გაკვეთილის მსვლელობის დროსაც.
Subscribe to:
Posts (Atom)